Выберите язик: ру / ქა


2006 წლის 12 მაისიდან ქ. თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი ახალ მეპატრონეს, ყაზახურ კომპანია შპს “ყაზტრანსგაზს” გადაეცა. საქართველოს მთავრობამ სს “თბილგაზის” აქტივების გასხვისების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად სწორედ ეს კომპანია სცნო და მას გაკოტრებული “თბილგაზის” ქონება 12,5 მლნ. დოლარად გადასცა.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” საქართველოს დედაქალაქში საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას 2006 წლის 1 ივნისიდან შეუდგა. პროგრამის მოცულობა 82 მლნ. დოლარს აჭარბებს. ყაზახი ინვესტორები ქართველ სპეციალისტებთან ერთად საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას 4 წელიწადში გეგმავენ, ანუ 2011 წლისთვის თბილისში მოძველებული და ავარიული ქსელის სრული რეაბილიტაცია უკვე დასრულებული იქნება.

ცნობილია პირველი ტრანშის ოდენობა. 2006 წლის ბოლომდე თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაზე 20 მლნ. დოლარი დაიხარჯება. შეიცვლება ყველაზე ამორტიზირებული და ავარიული ქსელის დიდი ნაწილი თანამედროვე პოლიეთილენის მილებით, ჩატარდება მიწისქვეშა გაზსადენების დიაგნოსტიკა, შეიცვლება და შეკეთდება მრავალსართულიანი სახლების შიდა გაყვანილობები და ჩამკეტი სისტემები. მთლიანად ამ სამუშაოებზე 4,5 მლნ. დოლარია გამოყოფილი. 6,5 მლნ. დოლარი დაიხარჯება მოძრავი სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის, ქიმიური ლაბორატორიის და მოსახლეობისათვის ახალი მრიცხველების შესაძენად. კომპანიის ოფისებისა და საწარმოო ობიექტების წესრიგში მოსაყვანად 1,3 მლნ. დოლარი დაიხარჯება, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 2,3 მლნ.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” მომგებიან საწარმოდ უნდა გადაიქცეს, თუმცა მხოლოდ მოსახლეობის სოციალური ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც ყაზახი ინვესტორები ქართველ სპეციალისტებთან ერთად უახლოეს პერიოდში გეგმავენ. კომპანია “ყაზტრანსგაზს” ამ მხრივ მდიდარი გამოცდილება აქვს. რისი მაგალითიც არის 2004 წელს ყირგიზეთში დაფუძნებული საწარმო “ყირყაზგაზი”.

სახელმწიფო კომპანია “ყაზტრანსგაზი” შედის ყაზახეთის ნაციონალური კომპანია “ყაზმუნაიგაზის” შემადგენლობაში. ის ფლობს აქციათა მსხვილ პაკეტებს და მართავს რამდენიმე გაზის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კომპანიას, როგორც ყაზახეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. “ყაზტრანსგაზის” ბოლო შენაძენი კი 2005 წლის 13 ოქტომბრიდან გაკოტრებულად გამოცხადებული “თბილგაზი” გახდა. რომელიც მანამდე რამდენიმე წელი სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფებოდა, მისი დავალაინება მსხვილი კრედიტორებისა და სახელმწიფოს წინაშე კი 110 მლნ. დოლარს აჭარბებდა.

ს.ს. “თბილგაზის” საკუთრებაში არსებული 2000 კმ-იანი ქსელი, რომელიც 230 ათასზე მეტ აბონენტს, 4 ათას 700 კომუნალურ ობიექტს და 600 მსხვილ და სამრეწველო საწარმოს ემსახურებოდა, ყაზახური კომპანიის საკუთრებაა.

ამჟამად თბილისი ბუნებრივი აირით სამი მიმართულებიდან მარაგდება: გაზის გამანაწილებელი სადგურები გლდანში, ნავთლუღსა და გაჩიანში მდებარეობს. Dდედაქალაქის გაზმომარაგებას დამატებით გაზის გამანაწილებელი 9 სადგური და 657 პუნქტი ემსახურება.
თბილისის გაზმომარაგება სამსაფეხურიანი სისტემით ხორციელდება-მაღალი წნევით (210კმ), საშიალო წნევით (700კმ) და დაბალი წნევით (1100კმ).

თბილისის ძირითადი უბნების გაზიფიკაცია გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დასრულდა. დედაქალაქის საპროექტო მოცემულობა 1957 წლის დასასრულისათვის დამტკიცდა, მშენებლობა კი 1958 წლის დასაწყისიდან დაიწყო. თბილისში პირველი ჩირაღდანი 1959 წლის ბოლოს მოსკოვის გამზირზე აინთო. იმ დროისათვის გაზი რამდენიმე ასეულმა ოჯახმა და საწარმომ მიიღო.
თბილისში ბუნებრივი აირის მოხმარების პიკმა 1989 წელს მიაღწია, როცა წლიურმა რაოდენობამ 2მლრდ. 50 მლნს გადააჭარბა. ამჟამად წლიური მოხმარება 7&&, თუმცა სტატისტიკოსთა გათვლებით თბილისში საინვესტიციო პროექტების რაოდენობა ამ ციფრს მალე გააორმაგებს.


: :
: :
: :
: :
: :
Все права защищены © КазТрансГаз-Тбилиси 2006